AEO და GEO ოპტიმიზაცია
გასაგები პასუხები და სანდო ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ — საძიებო სისტემებისა და AI ასისტენტებისთვის.
რა არის AEO და GEO ოპტიმიზაცია?
AEO (Answer Engine Optimization) მომხმარებლის კითხვებზე მკაფიო პასუხების მიწოდებას გულისხმობს. GEO (Generative Engine Optimization) ეხება გენერაციულ საძიებო სისტემებში წყაროდ აღმოჩენის შესაძლებლობას. ორივე მიმართულებით ვმუშაობთ ინფორმაციის სიზუსტეზე, გასაგებ შინაარსსა და საიტის ტექნიკურ ხელმისაწვდომობაზე.
მიზეზის გაგება.
შემდეგ — სწორი მოქმედება.
ბრენდის გამოცდილება ხშირად გაფანტულია ზოგად ტექსტებში. ვალაგებთ ინფორმაციას ისე, რომ მომსახურება, ავტორობა და წყაროები მკითხველისთვის ადვილად გასაგები გახდეს.
რაზე ვმუშაობთ
- ბიზნესისა და მომსახურების ზუსტი აღწერა
- კითხვა-პასუხისა და თემატური კონტენტის გამართვა
- ავტორობის მითითება და სანდო წყაროების დამოწმება
- შესაბამისი სტრუქტურირებული მონაცემები
- ძირითადი ინფორმაციის თანმიმდევრულობის შემოწმება
ცვლის AEO ან GEO ტრადიციულ SEO-ს?
არა. ეს მიდგომები საერთო საფუძველს ეყრდნობა: ხელმისაწვდომ გვერდებს, სასარგებლო ინფორმაციასა და ბიზნესის ზუსტ აღწერას. Google-ის AI ძიებაშიც SEO-ს ძირითადი პრინციპები მოქმედებს.
გარანტირებულია AI პასუხში გამოჩენა?
არა. წყაროს შერჩევა კონკრეტულ პლატფორმაზე, კითხვასა და სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. ვაუმჯობესებთ საიტს, მაგრამ ციტირების ან რეკომენდაციის გარანტიას არ ვიძლევით.
საჭიროა სპეციალური AI მარკირება?
Google-ის გენერაციულ ძიებაში გამოჩენისთვის სპეციალური AI მარკირება საჭირო არ არის. შესაბამისი Schema აღწერს გვერდზე რეალურად არსებულ ინფორმაციას; ის ციტირებას არ უზრუნველყოფს.
როგორ ვაფასებთ ცვლილებას AI ძიებაში?
ხელმისაწვდომობის მიხედვით ვაკვირდებით AI წყაროებიდან გადასვლებსა და Bing Webmaster Tools-ის AI Performance მონაცემებს. ცალკეული ხელით შემოწმებული პასუხი სრულ სურათს ვერ აჩვენებს.
დაკავშირებული მიმართულებები
კარგ საიტს
აღმოჩენა სჭირდება.
მოგვიყევით თქვენს ბიზნესზე. ერთად განვსაზღვროთ, საიდან ღირს დაწყება.