კონტენტის სტრატეგია
კონტენტი, რომელიც პასუხობს მომხმარებლის კითხვას და ხსნის თქვენი სერვისის ღირებულებას.
რას მოიცავს SEO კონტენტის სტრატეგია?
SEO კონტენტის სტრატეგია განსაზღვრავს, რა თემები და გვერდები სჭირდება საიტს მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გასაცემად. სამუშაო მოიცავს მოთხოვნის კვლევას, ტექსტების დაგეგმვას, არსებული მასალის განახლებასა და შიდა ბმულების მოწესრიგებას.
მიზეზის გაგება.
შემდეგ — სწორი მოქმედება.
თუ საიტზე ბევრი ტექსტია, მაგრამ ცოტა შესაბამისი ვიზიტორი, საჭიროა თემების, საძიებო განზრახვისა და გვერდების დანიშნულების გადახედვა.
რაზე ვმუშაობთ
- საკვანძო თემებისა და საძიებო განზრახვის კვლევა
- სერვისებისა და კატეგორიების კონტენტის გეგმა
- სათაურებისა და მეტააღწერების მომზადება
- სარედაქციო დავალებები და ქართული ტექსტების შექმნა
- არსებული მასალის განახლება და შიდა ბმულები
აუცილებელია ბევრი ახალი სტატიის დამატება?
არა. ზოგჯერ უფრო სასარგებლოა სერვისის ან კატეგორიის არსებული გვერდის გაუმჯობესება. ახალ მასალას ვგეგმავთ მაშინ, როცა ის აუდიტორიის კონკრეტულ საჭიროებას პასუხობს.
რა მოცულობის უნდა იყოს SEO ტექსტი?
ერთიანი სავალდებულო მოცულობა არ არსებობს. ტექსტი იმდენად ვრცელი უნდა იყოს, რამდენიც საკითხის გასაგებად ახსნას სჭირდება. ზედმეტ გამეორებასა და ხელოვნურად გაზრდილ მოცულობას ვერიდებით.
ვინ ამოწმებს ბიზნესის შესახებ ინფორმაციას?
პროდუქტის, მომსახურებისა და გამოცდილების შესახებ ფაქტებს თქვენთან ვაზუსტებთ. ტექსტში დაუდასტურებელ შედეგებს, შეფასებებსა და გარანტიებს არ ვამატებთ.
დაკავშირებული მიმართულებები
კარგ საიტს
აღმოჩენა სჭირდება.
მოგვიყევით თქვენს ბიზნესზე. ერთად განვსაზღვროთ, საიდან ღირს დაწყება.